საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

2.ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს.

3.თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ. 2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს. 3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112106292654128828921040654557343¹19524229454
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…