საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა აცილების, ახალი არსებითი გარემოების გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების ან დოკუმენტების გამოთხოვის ან საქმისთვის დართვის, მოწმეების, ექსპერტების მოწვევის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება ერთად. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.

2.სასამართლომ უნდა განიხილოს ყოველი განცხადებული შუამდგომლობა და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა აცილების, ახალი არსებითი გარემოების გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების ან დოკუმენტების გამოთხოვის ან საქმისთვის დართვის, მოწმეების, ექსპერტების მოწვევის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება ერთად. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა. 2. სასამართლომ უნდა განიხილოს ყოველი განცხადებული შუამდგომლობა და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    468-ე მუხლის მე-2 პუნქტში უარყოფილი შუამდგომლობის სასამართლო გამოძიებისას ხელახლა განცხადების უფლება უკავშირდება საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁹⁸21⁹⁵41215214219239949371626468
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…ელექტრონული კომუნიკაცი…