საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 94. შუამდგომლობის გადაწყვეტა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე.

2.შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს.

3.თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

4.შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.

5.შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.

6.შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე. 2. შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს. 3. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი. 4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. 5. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი. 6. შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21510911293239637163656³266494
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა