სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მის სამართლებრივ კვალიფიკაციას; გ) კანონის იმ მუხლის შინაარსს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; დ) მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების შინაარსს; ე) სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზანსა და საჭიროებას; ვ) იმ პირის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მიმართაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა; ზ) სხვა აუცილებელ მონაცემებს.

2.თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას), მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 143 3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მის სამართლებრივ კვალიფიკაციას; გ) კანონის იმ მუხლის შინაარსს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; დ) მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების შინაარსს; ე) სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზანსა და საჭიროებას; ვ) იმ პირის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მიმართაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა; ზ) სხვა აუცილებელ მონაცემებს. 2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას), მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 143 3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3112112143³93946362639¹51156³5266
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…ხელშეკრულება საქართველ…საერთაშორისო კერძო სამ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა