Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 475

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი →
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაფაქტების კონსტატაციის მომსახურებამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²3456789

1.სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).

2.მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.

2¹.დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე.

2².თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.

3.შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).

4.ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართსა და განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე.

5.თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.

6.მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.

7.მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ.

8.(ამოღებულია).

9.დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი). 2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით. 2 1 . დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე. 2 2 . თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია. 3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა). 4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში.დანართსა და განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში. ახალ მტკიცებულებათა გამოვლენისას ბრალდების მხარე სასამართლო განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღისა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემს ამ დადგენილების ასლს. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას. 6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი. 7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ. 8. (ამოღებულია). 9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
  3. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
წინა მუხლი 474შემდეგი მუხლი 476

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მტკიცებულების ფალსიფიკაცია (მუხლი 369)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საქმის გამოძიება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უდანაშაულობის დამტკიცება და რეაბილიტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2018-12-14 · №103

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2006-05-15
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 103მტკიცებულებათა შეგროვება
  • 225წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება
  • 136სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 242მტკიცებულებათა გამოკვლევის ზოგადი წესი
  • 39ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება
  • 239შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 40მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
  • 41დავის განხილვა

არბიტრაჟის შესახებ

  • 35მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 19მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 9წარდგინება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 237მტკიცებულების შეფასება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91923740411032251363524239239475
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…არასაპატიმრო სასჯელთა …