1.სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.
2.თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.
3.კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.
4.კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.
5.სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.5. სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
490-ე მუხლიდან ამოღებულია სასამართლო გამოძიების განახლების შუამდგომლობა კამათის დროს, ხოლო მე-5 ნაწილით კამათში გამოსვლისთვის სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.
490-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა სასამართლო კამათში გამოსვლათა თანმიმდევრობა: სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი გადავიდა დამცველის ან განსასჯელის შემდეგ, ხოლო დაზარალებული და დამცველის არყოფნისას განსასჯელი ფრჩხილებშია გამოყოფილი.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს საკონსტიტუ…