საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679¹². იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც იძლევა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XVIII 1 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.

2.იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ იურიდიული პირის დამფუძნებელს (დამფუძნებლებს) ან/და ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს), საქმის წარმოებაში მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც იძლევა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XVIII 1 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე. 2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ იურიდიული პირის დამფუძნებელს (დამფუძნებლებს) ან/და ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს), საქმის წარმოებაში მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 21 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 21 აგვ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107²107¹76¹3273251011327123345679¹²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ორგანოთა გად…იურიდიული დახმარების შ…თავისუფლების ქარტია