ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 12. პასუხისმგებელი პირი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისხლის დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად,  უზრუნველყოს ამ დაწესებულებაში პასუხისმგებელი პირის არსებობა. პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება, ამოცანები, მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლებამოსილების სხვა, შესაბამისი პირისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2.სისხლის დაწესებულებამ კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები და კონკრეტული ამოცანები, რომელთა შესრულებისთვისაც ის არის პასუხისმგებელი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სისხლის დაწესებულებამ კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ახალი პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები და მისი დანიშვნის თარიღი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26107¹25107²1241341201524244512
მნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…თავისუფლების ქარტიასისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა