საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 680⁶. წინასწარი პატიმრობისა და სასამართლო პატიმრობის დროებითი ვადები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.

2.2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 680 4 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.

3.თუ 2006 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი (დადგენილება), რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე, ხოლო საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე. 2. 2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 680 4 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე. 3. თუ 2006 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი (დადგენილება), რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე, ხოლო საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 1 იან. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    680⁶ მუხლის მე-2 პუნქტი დაზუსტდა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებზე გავრცელებით, ხოლო ახალი მე-3 პუნქტი ადგენს პატიმრობის ვადებს სააპელაციო (2 თვე, გაგრძელება 2 თვემდე) და საკასაციო (6 თვე) ინსტანციებში.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    არსებული ნორმა პირველ ნაწილად გადაკეთდა და „ძალაშია“ „მოქმედებს“-ით შეიცვალა; დაემატა მე-2 ნაწილი 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოში შესულ საქმეზე 680⁴ მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის პატიმრობის დროებითი ვადების ამოწურვამდე მოქმედების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    2006 წლის 1 იანვრამდე გაცემული პატიმრობის ბრძანებები ძალას ინარჩუნებს მათში მითითებული ვადის ამოწურვამდე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242562506432680⁴205230¹6455146680⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…