Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 680⁴

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 680⁴. პატიმრობის დროებითი ვადები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი →
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-9 ნაწილები.

2.ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

3.წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის 1 თვით დაპატიმრების შესახებ.

4.საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

5.ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6.თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7.თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.

8.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

9.საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

10.2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე.

11.2006 წლის 1 ივნისიდან, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 3 თვემდე. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
  3. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
  4. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
წინა მუხლი 680³შემდეგი მუხლი 680⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პაროლის სმენები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2018-12-14 · №103

1
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2006-05-15
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 162

მიუთითებენ მასზე

მუხლი 680⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 205პატიმრობა
  • 174დაკავების წესი
  • 86საპროცესო ვადების გამოთვლის წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 64პატიმრობა
  • 95არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 62სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა
  • 64გამოსაცდელი ვადა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 4ვადის ათვლა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 25პატიმრობის გაუქმება

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39—

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 5ვადის ათვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
255062645162680⁶205174863964954680⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სქესობრივი თავისუფლები…სისხლის სამართლის საერ…