სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 25. პატიმრობის გაუქმება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სტატუტის 92-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობა გაუქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა გადაცემის თაობაზე, თანდართული მასალებით, პირის დაკავებიდან 60 დღის განმავლობაში უფლებამოსილ ორგანოში არ იქნება წარდგენილი.

2.თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი პატიმრობაში იმყოფება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირი გადაცემის მიზნით პატიმრობაში იქნა აყვანილი.

3.თუ პირი პატიმრობიდან განთავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს მის შემდგომ დაკავებასა და საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას, გადაცემის თხოვნისა და თანდართული მასალების საერთაშორისო სასამართლოდან მოგვიანებით გადმოგზავნის შემთხვევაში.

4.პირის პატიმრობიდან განთავისუფლებისას ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სტატუტის მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2440232051761634²396448518625
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა