საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 23. ქალაქის მთავრობა

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის, დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესრულებას.

2.მთავრობა შედგება: მერის, მისი პირველი მოადგილისა (ვიცე-მერისა) და მოადგილეების, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისაგან. ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.

2¹.მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისივე დავალებით − მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.

3.მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

4.ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან . საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №74028.03.2016კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 2 მაი. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა განვითარების სტრატეგია და ბიუჯეტის პროექტი, მე-2 პუნქტში კი ახლებურად განისაზღვრა მთავრობის შემადგენლობა და სხდომის თავმჯდომარეობა.

  2. · გამოქვეყნდა 16 დეკ. 2009

    23-ე მუხლის პირველ პუნქტში მთავრობის კომპეტენცია უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო შესამუშავებელი და შესასრულებელი დოკუმენტია პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების ნაცვლად.

  3. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    მთავრობის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან მხოლოდ რაიონების გამგებლები; დაბა წყნეთის გამგებელი ჩამონათვალიდან ამოღებულია.

  4. 23-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლითაც კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები მთავრობის შემადგენლობის გარეთ რჩებიან.

  5. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    მე-3 პუნქტში მერიის დებულების დამამტკიცებელ ორგანოდ საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად განისაზღვრა საკრებულო, რომელიც დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს.

  6. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    23-ე მუხლის მე-3 პუნქტში მთავრობის შემადგენლობის წარმდგენი მერის ნაცვლად პრემიერია; „კანონითა“ გრამატიკული შესწორებაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13845474727515131415323
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …