საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია : ა ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა , აგრეთვე ის მიწები , რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე ( სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას ; ბ ) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა ; გ ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა , რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია ; დ ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები .

2.ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , თბილისის საჭიროებისათვის ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში . ს აქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის „ა“ ქვეპუნქტში გამონაკლისი გაფართოვდა სახელმწიფო ქონებასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებულ და დასამაგრებელ მიწებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13519126468107684834
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო საქმიანობ…ქალაქ თბილისის საზღვრე…ადგილობრივი თვითმმართვ…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს კონსტიტუცი…სასოფლო-სამეურნეო დანი…