Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებმუხლი 38

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საკრებულოს კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება : ა) (ამოღებულია); ა 1 ) მერის წარდგინებით ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა; ბ ) ისტორიულ - კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა ; გ ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა , რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება ; დ ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურისა ( საიჯარო ქირის ) და მიწის ნორმატიული ფასის ოდენობის განსაზღვრა ; ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონირება და შესაბამისი ზონების საზღვრების დამტკიცება.

2.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება: ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა, პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით; ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით; გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება; დ) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით; ე) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობებისა) შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხებზე იღებს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა; ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება; თ) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.

3.მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირები თავად ან/და მესამე პირთა მეშვეობით აუქციონს ატარებენ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისათვის დადგენილი წესით და ქონების შემძენს საკუთრების უფლებას გადასცემენ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან, ნებისმიერი დოკუმენტი მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმითა და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5645-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.425 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 26 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 მარ. 2012
  2. 10 ნოე. 2010

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების შესახებ. დაემატა „თ“ ქვეპუნქტი მთავრობის მიერ დაფუძნებული ან 100%-იანი წილობრივი მონაწილეობის სამეწარმეო პირების ქონების განკარგვის წესების დამტკიცების თაობაზე და ახალი მე-3 პუნქტი მათ მიერ აუქციონის ჩატარების წესის შესახებ.

  3. 4 დეკ. 2008

    38-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში საკრებულოს კომპეტენცია გაფართოვდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნით, რეორგანიზაციითა და ლიკვიდაციით.

  4. 27 დეკ. 2007

    38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია და საკრებულოს კომპეტენციიდან ამოვარდა თბილისის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის წესების დადგენა.

  5. 3 აგვ. 2007

    38-ე მუხლში საკრებულოსა და მერიის კომპეტენცია გადაყალიბდა ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებად, ხოლო მიწის განკარგვასთან, ბუნებრივ რესურსებთან და იურიდიული პირების მონაწილეობასთან დაკავშირებული რიგი უფლებამოსილებები ამოღებულია.

  6. 18 იან. 2006

    38-ე მუხლის ორივე პუნქტი ქონების მართვის კომპეტენციის გამიჯვნად გადაკეთდა: 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს საკრებულოს, მე-2 — მერიის უფლებამოსილებებს ქონებისა და მიწის საკითხებში.

  7. 1 ოქტ. 2005· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში უფლების მქონე და ვალდებული სუბიექტებია მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 38¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №43

  • 7 ცვლილება · ბოლო 28 მარ. 2012
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 35ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება
  • 9¹ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 23¹მთავრობის უფლებამოსილებანი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 115მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა
  • 68თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
  • 116მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქონების განკარგვისას

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 6სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები
  • 19¹თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი
  • 19⁵თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 2საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ
  • 11¹სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 3სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3619¹19⁵211¹359¹23¹1156811638
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026