საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მუხლი 22. ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძველია საკუთრების სხვადასხვა ფორმაზე დამყარებული მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი მმართველობის შემოსავლის წყარო და შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა. ადგილობრივი საკუთრება შეიძლება იყოს: კომუნალური საბინაო ფონდი და საბინაო-კომუნალური მეურნეობა; კეთილმოწყობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები; ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; სახალხო განათლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები; ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.) სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, აგრეთვე ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მმართველობის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად. ადგილობრივი საკუთრება იქმნება: ადგილობრივი მმართველობისათვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემით კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადებული გარიგებებით; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიერ სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობასთან დაკავშირებულ ხდომილებათა შედეგად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
761115228242314913822
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს კონსტიტუცი…ქ. თბილისის მუნიციპალი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა