„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 21. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში სხვა სახელმწიფოს გემისათვის სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობის აკრძალვა
რედაქცია №37 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 28 ივნ. 2023
თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს გემს ეკრძალება სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობა.
