საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 21. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის გემის და სამხედრო ხომალდის მოვალეობები

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი არიან დაიცვან ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები.

2.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ვალდებულია აღმართოს თავისი სახელმწიფოს დროშა, ხოლო უცხო ქვეყნის გემი ვალდებულია თავისი სახელმწიფოს დროშასთან ერთად აღმართოს საქართველოს დროშაც. უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავები და სხვა წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები უნდა იმყოფებოდნენ წყლის ზედაპირზე და აღმართული ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს დროშა.

3.უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ: ა) ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად არის საჭირო; ბ) წყალქვეშა სამუშაოების განხორციელება; გ) რეწვის ან სარეწი იარაღების სამუშაო მდგომარეობაში ქონა; დ) შუქ-ბგერითი სიგნალების გამოყენება, საერთაშორისო წესებით გათვალისწინებული სიგნალების გარდა; ე) ფოტო- ან ვიდეოგადაღებები, ნავსადგურებისა და სანაპირო უბნების სქემებისა და ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა; ვ) გემის მეჩეჩზე განზრახ დასმა ან მისი ჩაძირვა; ზ) ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ზიანს აყენებს წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს, სანავიგაციო ნიშნებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვა მოწყობილობებს; თ) გემის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების ზღვაში ჩაყრა და ფეკალური წყლების ჩაღვრა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი არიან დაიცვან ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები. 2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ვალდებულია აღმართოს თავისი სახელმწიფოს დროშა, ხოლო უცხო ქვეყნის გემი ვალდებულია თავისი სახელმწიფოს დროშასთან ერთად აღმართოს საქართველოს დროშაც. უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავები და სხვა წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები უნდა იმყოფებოდნენ წყლის ზედაპირზე და აღმართული ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს დროშა. 3. უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ: ა) ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად არის საჭირო; ბ) წყალქვეშა სამუშაოების განხორციელება; გ) რეწვის ან სარეწი იარაღების სამუშაო მდგომარეობაში ქონა; დ) შუქ-ბგერითი სიგნალების გამოყენება, საერთაშორისო წესებით გათვალისწინებული სიგნალების გარდა; ე) ფოტო- ან ვიდეოგადაღებები, ნავსადგურებისა და სანაპირო უბნების სქემებისა და ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა; ვ) გემის მეჩეჩზე განზრახ დასმა ან მისი ჩაძირვა; ზ) ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ზიანს აყენებს წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს, სანავიგაციო ნიშნებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვა მოწყობილობებს; თ) გემის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების ზღვაში ჩაყრა და ფეკალური წყლების ჩაღვრა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24121682638320193614 (დ…10 (დ…23 (დ…21
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა