საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 26. სამოქალაქო იურისდიქცია საქართველოს შიდა საღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ.

2.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით ამ გემის გაჩერება ან კურსის შეცვლა დაუშვებელია.

3.საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის გემს დააკისრონ სახდელი ან დააპატიმრონ იგი მხოლოდ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეკისრება ამ გემს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ან გავლისას.

4.უცხო ქვეყნის გემის მიმართ, რომელიც გამოვიდა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებიდან და კვეთს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას, ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შეიძლება მიღებულ იქნეს იძულებითი ზომები სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ. 2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით ამ გემის გაჩერება ან კურსის შეცვლა დაუშვებელია. 3. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის გემს დააკისრონ სახდელი ან დააპატიმრონ იგი მხოლოდ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეკისრება ამ გემს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ან გავლისას. 4. უცხო ქვეყნის გემის მიმართ, რომელიც გამოვიდა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებიდან და კვეთს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას, ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შეიძლება მიღებულ იქნეს იძულებითი ზომები სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24276683¹202736422022 (დ…10 (დ…23 (დ…26
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა