„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, არიან: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4420 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №484 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3926 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1713 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3080 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
