„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 41. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოთა საჯარო მოსამსახურეებს და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის ან კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პირს, რომელმაც დაარღვია ან ცდილობდა დაერღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, უკანონოდ გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, წესის დარღვევით გაიარა ან ცდილობდა გაევლო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გაიტანა ან ცდილობდა გაეტანა ტვირთი, მასალა, დოკუმენტები და სხვა საგნები, ანდა სხვაგვარად დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობა, ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4374 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №150 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2225 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. თავი VI. გარდამავალი დებულება
