ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). მოქმედების სფერო

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს წესი ვრცელდება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებზე: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება; დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება; ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება.

2.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას: ა) წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება; ბ) წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა); გ) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 22 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34261840217 (და…8³ (დ…8² (დ…8¹ (დ…10 (დ…11 (დ…2 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების შეგროვების,…სახიფათო ნარჩენების შე…კომპანიის ნარჩენების მ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა