ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 18. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია: ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის; გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლების ჩატარება.

1¹.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას.

2.ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ ითვლება.

3.თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენების დამუშავებისათვის უნდა განხორციელდეს მათი ექსპორტი. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის 1 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

5.სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.

6.სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია: ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის; გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლების ჩატარება. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას. 2. ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ ითვლება. 3. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენების დამუშავებისათვის უნდა განხორციელდეს მათი ექსპორტი. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის 1 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. 5. სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. 6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5563  - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის  კანონი №1692  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026  წლის 29  აპრილის კანონი №1552  – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1715649501426234 (დ…2 (და…6 (და…14 (დ…10 (დ…11 (დ…12 (დ…18
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების შეგროვების,…ნაგავსაყრელის მოწყობის…კომპანიის ნარჩენების მ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა