სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის აუცილებელია: ა) 10 ტონაზე მეტი მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა; ბ) არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაცია.

2.სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილმდებარეობის შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტერიტორიის დაცულობა წყალდიდობის, მეწყრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სახიფათო ნარჩენებით ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემით; ბ) სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციისა და კონტროლის მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია მაფრთხილებელი ნიშნებით (რომლებიც მიუთითებენ შენახულ სახიფათო ნარჩენებზე (კატეგორია, სახეობა)) და ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა მოწყობილობებით; გ) შენახვის ადგილის ქვედა ფენა (ძირი) დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ შედის რეაქციაში ან არ იწოვს შენახულ ნარჩენებს, წყალგაუმტარია და ითვალისწინებს ნარჩენების დაღვრის/გაფანტვის რისკს; დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ნარჩენებისთვის, შენახვის ადგილზე მოთავსებულია იმგვარად, რომ ნარჩენებთან წვდომა მარტივი და უსაფრთხოა. კონტეინერების 2 მწკრივს შორის მანძილი უნდა იყოს ყველაზე დიდი ზომის კონტეინერზე, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი; ე) საკმარისი ადგილია კონტეინერების გარეცხვისა და გამართვისთვის.

4.კონტეინერების ნარეცხი წყალი მიიჩნევა სახიფათო ნარჩენად და დაუშვებელია მისი ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში წინასწარ განეიტრალების გარეშე.

5.იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების შესანახად გამოიყენება ავზი, აუცილებელია ამ უკანასკნელის მოთავსება სითხეგაუმტარ შემოფარგლულ ტერიტორიაზე, რომელიც შეაკავებს თხევად სახიფათო ნარჩენებს დაღვრის ან ავარიის შემთხვევაში. ავზები უნდა იყოს აღჭურვილი გადავსების საწინააღმდეგო და გამართული განგაშის სისტემით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33418172631 (დ…6 (და…2 (და…8² (დ…11 (დ…8 (და…9 (და…10 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების შეგროვების,…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა