ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

მუხლი 8² (დანართი 1). წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენის ან/და განთავსების საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს სკრინინგის გადაწყვეტილება და საქმიანობის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი და საქმიანობის განხორციელების ადგილი; გ) საქმიანობის დეტალური აღწერა; დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა; ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი; ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა; ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია; თ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მეთოდებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია; ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია; კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 22 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2016 – 22 ოქტ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34261418331 (დ…8³ (დ…8¹ (დ…6 (და…10 (დ…11 (დ…9 (და…8² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების შეგროვების,…ნარჩენების მართვის კოდ…სახიფათო ნარჩენების შე…ნაგავსაყრელის მოწყობის…კომპანიის ნარჩენების მ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა