საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 23. სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3.„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე. 3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
157238212240¹55⁴314215 (დ…2923
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს მთავრობის …შეზღუდული შესაძლებლობი…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა