საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები

რედაქცია №32კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას.

2.პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.

4.პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი.

5.პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

6.პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2478 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.418 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას. 2. პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში. 4. პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი. 5. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად. 6. პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2478 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.418 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 3 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივნ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    21-ე მუხლის მე-5 პუნქტში პარლამენტის წევრის წლიური შვებულების ხანგრძლივობა 45 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე შეიცვალა; შვებულების მიცემის წესი (ზაფხულის ან ზამთრის არდადეგები, მთლიანად ან ორ ნაწილად) უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1314393738181124121491821
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს კონსტიტუცი…პროფესიული კავშირების …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…