პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მუშაკს, რომელიც პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება, დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიიღოს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

2.არ შეიძლება პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.

4.საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში (პროფკომიტეტში) არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთათვის დადგენილი სოციალური და შრომითი უფლებებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუშაკს, რომელიც პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება, დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიიღოს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა). 2. არ შეიძლება პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში. 4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში (პროფკომიტეტში) არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთათვის დადგენილი სოციალური და შრომითი უფლებებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26671181125 (და…522311107102924
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა