1.პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო თავისი უფლებების გადამეტება ან მათი ბოროტად გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.პარლამენტის წევრს მთელი უფლებამოსილების პერიოდში, ამ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად მისი გამოვლენის დროისათვის არსებული მდგომარეობისა (შეუთავსებელი სამსახურის ან საქმიანობის შეწყვეტა), უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
