Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 231

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 231. სხვა თანამდებობის პირის მიერ ამ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.

2.თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მის მიერ შემდეგი დარღვევების ჩადენისთვის: ა) მოწვეულია პარლამენტში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დაწესებულ პროცედურას; გ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; დ) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ე) პარლამენტის წევრს დაბრკოლებებს უქმნის ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3.პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პლენარულ ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც პარლამენტს ან პარლამენტის წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. სხდომის მიმდინარეობისას მან თავი უნდა შეიკავოს განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზი, კომიტეტის სხდომის დარბაზი, სხდომათა დარბაზი ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზი.

4.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისთვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

წინა მუხლი 230შემდეგი მუხლი 232

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 229პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება
  • 228სანქციები ამ რეგლამენტის დარღვევისთვის
  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 154რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 126სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 33პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის
  • 16მოვალეობანი
  • 34პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 85პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 212სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა # #

საქართველოს კონსტიტუცია

  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2123933163485126154522922886231
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026