„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობა ქორწინების ან განქორწინებისას
საქართველოს მოქალაქის ქორწინება ან განქორწინება უცხოელ მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან თავისთავად არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა თავისთავად არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას. მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.
