„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 29^1. საქართველოს მოქალაქის ფიცი
პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა ნატურალიზაციით ან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით, ქართულ ენაზე დებს საქართველოსადმი ერთგულების ფიცს: „ მე (გვარი, სახელი), ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს “ და ხელმოწერით ადასტურებს მას. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 თავი III. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
