Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 85

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 85. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საგანმანათლებლო ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი.

3.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.

5.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.

6.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტროს ან საქართველოს სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2379 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.364 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1632 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №115 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 86

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სკოლის შეძენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №127

  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 84სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
  • 86სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადაცემული ქონება
  • 12უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 12საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
  • 7ქონება
  • 10¹სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 34კოლეჯის ქონება
  • 31საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა
  • 23კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 2)უმაღლესი განათლების სისტემა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 50საჯარო სკოლის ქონება
  • 31ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12710¹5031118486122 (და…34312385
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საჯარო სამართლის იურიდ…პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026