პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 34. კოლეჯის ქონება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოლეჯის დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.

2.კოლეჯის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მათი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა.

3.კოლეჯი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე კოლეჯი უფლებამოსილია ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება მის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უსასყიდლოდ ან სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გადასცეს. სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, რომელიც მას ამ მუხლით დადგენილი წესით გადაეცა, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ სრულად უბრუნდება შესაბამის კოლეჯს.

5.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად უბრუნდება სახელმწიფოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კოლეჯის დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას. 2. კოლეჯის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მათი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა. 3. კოლეჯი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე კოლეჯი უფლებამოსილია ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება მის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უსასყიდლოდ ან სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გადასცეს. სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, რომელიც მას ამ მუხლით დადგენილი წესით გადაეცა, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ სრულად უბრუნდება შესაბამის კოლეჯს. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად უბრუნდება სახელმწიფოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1871213508684851132233334
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო სამართლის იურიდ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს მეცნიერება…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა