Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული განათლების შესახებმუხლი 23

პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 23. კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უმაღლესი განათლებასაჯარო-კერძო პარტნიორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345678

1.კოლეჯი ფუძნდება და საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2¹.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

3.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

4.ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ავტორიზაციის მქონე იურიდიულ პირს − კოლეჯს. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

5.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

6.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

7.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

8.კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე (გარდა სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის X თავი. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №965 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

რედაქციების შედარება

1. კოლეჯი ფუძნდება და საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 2 1 . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 4. ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ავტორიზაციის მქონე იურიდიულ პირს − კოლეჯს. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 8. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე (გარდა სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის X თავი. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №965 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 დეკ. 2023
  2. 5 ნოე. 2021
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროფესიული სასწავლებლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სკოლის მშენებლობის PPP1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №13

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-12-05
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული განათლების შესახებ

  • 32კოლეჯის მიერ სხვა იურიდიული პირის დაფუძნება
  • 34კოლეჯის ქონება
  • 22სამინისტრო

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 12უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი

განათლების შესახებ

  • 15სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • 24საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 31ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
  • 27საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

პროფესიული განათლების შესახებ

  • 30პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
  • 30²საზოგადოებრივი კოლეჯი
  • 35პროფესიული განათლების დაფინანსება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 13დაწესებულების დაფუძნება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3030²353127152412132532342223
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…განათლების შესახებზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026