1.საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობის ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.
3.თუ საწარმოს მართვას ახორციელებს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი, შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.
4.თუ საწარმოს არ გააჩნია მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ გააჩნია საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ ახორციელებს საწარმოს მართვას, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილი.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფონდის მიერ მოქალაქეებისათვის შეტანილ თანხებზე გადახდილი პროცენტი საბანკო ანაბრის პროცენტი არ იყო და საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა. პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრი 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილით და საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა დანიშნული პირობითი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა.
საკმარისია თუ არა საგადასახადო დავალიანების ზრდა ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანს შორის უშუალო კავშირის დასადგენად?
დავა შეეხებოდა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საფასურს, საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებულ ზიანსა და ფულადი ვალდებულების გადაცილების პროცენტს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დასაბუთდეს მისი წინასწარი სავარაუდოობა და მოპასუხის მოქმედებასთან უშუალო კავშირი, ხოლო მხოლოდ საგადასახადო დავალიანების ზრდა ამ კავშირს არ ადასტურებს. სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ ერთი და იმავე დარღვევისთვის ზიანისა და გადაცილების პროცენტის ერთდროული დაკისრება გაორმაგებულ ანაზღაურებას ვერ გამოიწვევს. სსსკ 412-ის საფუძველზე ზიანისა და პროცენტის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა; ძირითადი დავალიანების დაკისრება უცვლელად დარჩა.
საქმე ეხებოდა საშემოსავლო გადასახადის დამალვისა და შემცირების ბრალდებისას დანაშაულის მოტივისა და მიზნის დადგენას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოებები არ გამოუკვლევია და მსჯავრდებულის ვერსია შესამოწმებელია. პალატამ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; საქმის შეწყვეტის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
შეიძლება თუ არა მოვალის გადახდისუუნარობა გახდეს მორიგებით დასრულებული საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველი?
დ. შ-ამ მოითხოვა მორიგებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის გადახდისუუნარობა მორიგების შესრულებას საეჭვოს ხდიდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის მოვალის გადახდისუნარიანობა, არ წარმოადგენს საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სათანადო მხარისა და ვალის გადაკისრების კანონიერების შესახებ არგუმენტები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ ამართლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობის ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.2. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.3. თუ საწარმოს მართვას ახორციელებს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი, შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.4. თუ საწარმოს არ გააჩნია მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ გააჩნია საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ ახორციელებს საწარმოს მართვას, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს შრომის კოდ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საჯარო სამართლის იურიდ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…