ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 5. რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებას ექვემდებარებიან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შემდეგი რეგულირებული საწარმოები: ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია; ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი საქართველოშია; გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან დაკავშირებულია: გ.ა) ერთობლივი მართვით; გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე.

2.შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან შეაფასონ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი არარეგულირებული საწარმოებიდან მომდინარე არსებული/პოტენციური რისკები და ფინანსური კონგლომერატის რისკის პროფილზე მათი გავლენა.

3.თუ ფინანსური კონგლომერატი არის სხვა ფინანსური კონგლომერატის (ძირითადი ფინანსური კონგლომერატის) ქვეჯგუფი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დამატებითი საზედამხედველო მოთხოვნები მხოლოდ ძირითად ფინანსურ კონგლომერატზე გავრცელდება.

4.რეგულირებული საწარმოს მიმართ, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი რეგულირებული საწარმო ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია.

5.თუ პირები მონაწილეობენ ან აქვთ წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირი ერთ ან ერთზე მეტ რეგულირებულ საწარმოში ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა აღნიშნულ საწარმოზე/საწარმოებზე მონაწილეობის ან წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირის გარეშე (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები საერთო შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას ამ საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საკითხისა და გავრცელების სფეროს შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ერთი რეგულირებული საწარმო მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც უნდა იყოს სადაზღვევო სექტორიდან, ხოლო ერთი − საბანკო ან საბროკერო სექტორიდან; ბ) საწარმოების კონსოლიდირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეული უნდა იყოს მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6.ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება არ გულისხმობს შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოების, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი, მესამე სახელმწიფოს მიერ რეგულირებული  საწარმოების ან არარეგულირებული საწარმოების მიმართ ზედამხედველობის ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52⁶1413¹31611915282¹18311810715
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …ენერგეტიკისა და წყალმო…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა