საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 181. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შექმნილი „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი“ და ერთობლივ შემოსავალში აიყვანოს საანგარიშოს წინა წლის „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი“.

2.ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ საეჭვო ვალების რეზერვების შექმნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შექმნილი „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი“ და ერთობლივ შემოსავალში აიყვანოს საანგარიშოს წინა წლის „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი“. 2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ საეჭვო ვალების რეზერვების შექმნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    181-ე მუხლის პირველ ნაწილში სარეზერვო ფონდებში გადარიცხული თანხის გამოქვითვა შეიცვალა: ლიცენზირებული მზღვეველი ერთობლივი შემოსავლიდან ჩამოიქვითავს ეროვნული ბანკის წესით შექმნილ „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვს“ და წინა წლის რეზერვს შემოსავალში აიყვანს.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    181-ე მუხლის მე-2 ნაწილში რეზერვების გამოქვითვა ბანკებთან ერთად საკრედიტო კავშირებსაც ეხება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20156728222310911710530¹ (…9914181
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…არასაბანკო სადეპოზიტო …დაზღვევის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს საბიუჯეტო …