Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 30¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 30¹ (დანართი 1). სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების გამოქვითვა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს საანგარიშო პერიოდის მიხედვით ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ (მათ შორის, ლიზინგის შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილ) მოთხოვნებზე , რომლის მიხედვით მისაღები თანხები აღიარებულია შემოსავლად და ჩართულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში შექმნას რეზერვები.

2.რეზერვები იქმნება ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და სხვა ჯარიმების გარეშე) 80%-ის ოდენობით, თუ ვადაგადაცილება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის (31 დეკემბრის) მდგომარებით აღემატება ან შეადგენს 60 დღეს.

3.სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების პირველად შექმნის საანგარიშო პერიოდისთვის ასეთი რეზერვის თანხა მთლიანად გამოიქვითება საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან. მაგალითი 1. სალიზინგო კომპანიას სალიზინგო საქმიანობის განხორციელებისას 2012 წლის ბოლო დღეს აქვს ვადაგადაცილებული მოთხოვნა 7000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2012 წლის 5 აგვისტოს. მოცემულ პირობებში: სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 2012 წლის ბოლო დღეს ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნაზე შექმნას რეზერვი 56 00 ლარის ოდენობით ( 7000 X 80%) და გამოქვითოს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.

4.თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხა აღემატება წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხას, მათ შორის, სხვაობა გამოიქვითება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან. მაგალითი 2. სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5600 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 6000 ლარს. მოცემულ პირობებში: სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 4 00 ლარი (6000-5 600) გამოქვითოს 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.

5.თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა ნაკლებია წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხაზე, მათ შორის, სხვაობა ჩაირთვება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივ შემოსავალში. მაგალითი 3. სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5000 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 4000 ლარს. მოცემულ პირობებში: სალიზინგო კომპანიამ 1000 ლარი (5000-4000) უნდა ჩართოს 2013 წლის ერთობლივ შემოსავალში.

6.თუ სალიზინგო კომპანია მიმდინარე საანგარიშო წელს ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიის მოთხოვნებს , წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩა ი რთ ვება მიმდინარე საგადასახადო წლის ერთობლივ შემოსავალში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 6 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 30 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 31 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 7ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
  • 8ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა
  • 2ზოგადი დებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 274საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა
  • 109სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა
  • 63ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 580⁶ქონების მფლობელობა და განკარგვა
  • 580²ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას

დაზღვევის შესახებ

  • 15მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები
  • 67მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 14სპეციალური სადაზღვევო შენატანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78215580⁶580²6367274109631430¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაგადასახადო დავალიანე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026