ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 21. განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა დაუშვებელია (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში), გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება დასაშვებია ერთჯერადად ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ა) რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ტერასული შენობებისა და მათი კომპლექსების მშენებლობისას, გეგმარებითი სპეციფიკიდან გამომდინარე კ-1 ცვლილება არაუმეტეს 0,7-მდე, თუმცა კ-3 არანაკლებ 0,2 გამოყენების პირობით; ბ) განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ობიექტებისათვის ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენისას, ფაქტობრივად ათვისებული პარამეტრების დაფიქსირების მიზნით; გ) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე; დ) მუნიციპალიტეტის ინიციატივით შემუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ არეალებზე; ე) აუცილებელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას – კ-1 ცვლილება – არაუმეტეს 0,7-მდე; ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად; ზ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამასთანავე, ავარიულად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს იმგვარი შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება გადაუდებელ დემონტაჟს; თ) იმ ობიექტების დასრულების მიზნით, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად; ი) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისა) - კ-2 კოეფიციენტის გადამეტება. კ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით – კ-2 კოეფიციენტის გადამეტება; ლ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიზნით (აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე და ძეგლების ტერიტორიაზე); მ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილ ზღვრულ ფარგლებში ან ნორმატიულად დადგენილზე მაღალი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) არსებობის შემთხვევაში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონაში და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთისა) კ-2 კოეფიციენტის (ან მისი ნაწილის) გადატანა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება  კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებზე.

3¹.თუ კ-1 ან/და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება განხორციელდა ამ წესის 39 1 მუხლის საფუძველზე, კ-2 კოეფიციენტის გადამეტება დასაშვებია დამატებით, ერთჯერადად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, ამ პუნქტის შესაბამისად კ-2 კოეფიციენტის გადამეტება დამატებით, დასაშვებია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2019 წლის 21 მარტიდან არ მომხდარა კ-2 კოეფიციენტის გადამეტება.

3².ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტება დასაშვებია  მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილი კოეფიციენტის არაუმეტეს ორმაგ ოდენობამდე.

3³.თუ კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კ-2 კოეფიციენტის გადამეტება დასაშვებია დამატებით, ერთჯერადად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3 2 პუნქტით განსაზღვრული რეგულირება. 3 ​4 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კ-2 კოეფიციენტის ადატანით დაინტერესებული მხარე განცხადებას წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთის შესახებ, საიდანაც ხდება კ-2 კოეფიციენტის (ან მისი ნაწილის) გადატანა; ბ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთის შესახებ, სადაც ხდება კ-2 კოეფიციენტის (ან მისი ნაწილის) გადატანა; გ) კ-2 კოეფიციენტის (ან მისი ნაწილის) გადატანის მიზნობრიობის დასაბუთება; დ) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომელიც განისაზღვრება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთი უნდა იყოს შეფასებული ვაკანტურ მდგომარეობაში, მასზე დადგენილი (მათ შორის, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1), მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტის (კ-3) გათვალისწინებით. 3 ​5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, კ-2 კოეფიციენტის (ან მისი ნაწილის) გადატანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ამავე გადაწყვეტილებით, ხელშემწყობი ღონისძიების სახით შესაძლებელია დადგინდეს ავტოსადგომების ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით, ამ წესისაგან განსხვავებული პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციულ ორგანო განიხილავს კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს. 3​​ 6 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ-2 კოეფიციენტის გადატანა დასაშვებია, მათ შორის, იმ მიწაზე, რომელზეც უკვე გადამეტებულია კ-1 ან/და კ-2 კოეფიციენტი. კ-2 კოეფიციენტის გადატანის შემთხვევაში, მიწაზე ჯამური კ-2 კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილი კოეფიციენტის არაუმეტეს ორმაგ ოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ კ-2 კოეფიციენტის გადატანა ხდება იმ მიწაზე, სადაც უკვე გადამეტებულია კ-2 კოეფიციენტი, მიწაზე ჯამური კ-2 კოეფიციენტი შესაძლებელია აღემატებოდეს მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილი კოეფიციენტის ორმაგ ოდენობას.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისათვის შესაბამისი გარემოებების არსებობის ფაქტს ადასტურებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

4¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება შესაძლებელია, თუ არსებობს ყველა შემდეგი გარემოება: ა) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება, იგეგმება სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციონირებისთვის საჭირო ობიექტების განთავსება, საგზაო ინფრასტრუქტურის (გზა, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, საბაგირო), პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის, სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობა ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია ბაღი/ სკვერი; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებით დაინტერესებული და ინიციატორი არის ადმინისტრაციული ორგანო; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე, გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება იგეგმება მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობისთვის.

4².ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტებით დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – ქონების მართვის სააგენტო). ქონების მართვის სააგენტო ადგენს ამ მუხლის 4 ​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობით მიწის ნაკვეთის განვითარების საჭიროებას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციულ ორგანო განიხილავს კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს.

4³.გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისა) ნორმატიული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტება გამოითვლება შემდეგი ფორმულით: Z K2 = _________, X : Y სადაც: K2- არის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ის მაჩვენებელი, რამდენითაც უნდა მოხდეს კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ნორმატიული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლის გადამეტება; X- არის კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც დადგენილია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ; Y- არის კერძო საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთზე ნორმატიულად დადგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტი; Z- არის მოსანაცვლებელი მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც დადგენილია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ.

4⁴.მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებელი გადამეტებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადამეტებულ ფართზე არ ვრცელდება ამ წესების 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4 ​5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონასა და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთისა) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადატანა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: K 22 = K 21 * (S N  * P F - S * C) LP 2 სადაც: K 22 არის არსებული სამშენებლო ობიექტიდან/მიწის ნაკვეთიდან კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე გადატანილი კ2; K 21 არის კონკრეტული სამშენებლო ობიექტის/მიწის ნაკვეთის არსებული კ2; S N არის იმ სამშენებლო ობიექტზე არსებული კონკრეტული მოცულობის სასარგებლო ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით),  საიდანაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2-ს გადატანა; P F არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 1 მ 2 ბინის სარეალიზაციო ღირებულება, (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით); S  არის არსებული სამშენებლო ობიექტზე ფილ(ებ)ის (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  შესაბამისი მოცულობა/ოდენობა – მ 2 ; C  არის 1 მ 2 მშენებლობის ღირებულება ((შენობის თეთრი კარკასის კონდიცია), რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით)); LP 2 არის იმ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ((ვაკანტურ მდგომარეობაში, რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით)). სადაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2-ს გადატანა. 4 ​6 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონასა და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთისა), რომელზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად გადამეტებულია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2), განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადატანა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: K 22 = K 23 * (S n 1 *  P f 1 – S 1 * C) (S n2 *  P f2 – S 2 * C – U i ) K 22 – კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე (სადაც ხდება კ2 კოეფიციენტის გადატანა) პროპორციული გამოთვლით გადატანილი კ2 კოეფიციენტი; K 23 – არის კონკრეტული სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე (სადაც ხდება კ2 კოეფიციენტის გადატანა) უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული კ2 კოეფიციენტის ოდენობა; S n 1 – არის არსებულ სამშენებლო ობიექტზე არსებული, კონკრეტული მოცულობის სასარგებლო ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით), სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება; P f 1 – არის არსებული სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 1 მ ​2 ბინის სარეალიზაციო ღირებულება, (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება; S 1 – არის არსებული სამშენებლო ობიექტზე ფილ(ებ)ის (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  შესაბამისი მოცულობა/ოდენობა – მ ​2 , სადაც ხორციელდება არსებული კ2 კოეფიციენტის შემცირება; C – არის 1 მ ​2 მშენებლობის ღირებულება ((შენობის თეთრი კარკასის კონდიცია), რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით)); S n 2 – არის იმ სამშენებლო ობიექტზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული კონკრეტული მოცულობის სასარგებლო ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  სადაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2 კოეფიციენტის გადატანა; P f 2 – არის კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 1 მ ​2 ბინის სარეალიზაციო ღირებულება, (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), სადაც ხორციელდება შესაბამისი ოდენობის კ2 კოეფიციენტის გადატანა; S 2 – არის კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე/მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად ათვისებული  ფილ(ებ)ის (საზაფხულო ფართის ჩათვლით)  შესაბამისი მოცულობა/ოდენობა – მ ​2 , სადაც ხორციელდება შესაბამისი კ2 კოეფიციენტის გადატანა; U i – არის იმ სამშენებლო ობიექტზე უნებართვო მშენებლობის ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის შედეგად დამდგარი მიუღებელი (გამოუმუშავებელი) შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ხორციელდება შესაბამისი კ2 კოეფიციენტის გადატანა.

5.თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადამეტებულია განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, გაერთიანდა სხვა მიწის ნაკვეთთან, გაერთიანებული ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების პარამეტრები ექვემდებარება გასაშუალოებას, რომელიც გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: S1 • K​​1+S2* • K​​2 K​​​​​ ​A = ______________________, S1+S2 სადაც: KA – არის გასაშუალოებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი (კ1) ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ2); S1 – საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც გადამეტებულია პარამეტრები; S2 – სხვა (შემოერთებული) მიწის ნაკვეთის ფართობი; aa    K1 – საპროექტო მიწის ნაკვეთის (რომელზეც გადამეტებულია პარამეტრები) განაშენიანების კოეფიციენტი (კ1) ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ2). K2 – სხვა მიწის ნაკვეთის (შემოერთებული) განაშენიანების კოეფიციენტი (კ1) ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ2).

6.(ამოღებულია - 25.07.2025, №58-63).

7.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ შემდეგ ზონებში – ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა და განაშენიანების რეგულირების ზონა – ფუნქციური ზონით დადგენილი განაშენიანებისა და გამწვანების პარამეტრები არ გაითვალისწინება, თუ შენობა-ნაგებობას ჰქონდა ან ფაქტობრივად აქვს აღნიშნული პარამეტრები დარღვეული. ასეთ შემთხვევაში, საპროექტო შენობის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს არსებული კანონიერი შენობა-ნაგებობის/ების  განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობს და შენარჩუნებულ იქნეს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის/ნაგებობების განთავსების გეგმარებითი სტრუქტურა.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კ-2 კოეფიციენტის გამოთვლას უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-35 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №7-12 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №20-72 - ვებგვერდი, 18.06.2018 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №23-77 - ვებგვერდი, 12.07.2018 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №39-19 - ვებგვერდი, 20.03.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №48-91 - ვებგვერდი, 12.11.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილება №54-39 - ვებგვერდი, 04.03.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №89-90 - ვებგვერდი, 20.10.2021 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის დადგენილება №10-50 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №24-24 - ვებგვერდი, 12.04.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-36 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №38-26 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-36 - ვებგვერდი, 29.04.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №54-33  - ვებგვერდი, 16.04.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №58-63 - ვებგვერდი, 29.07.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №3-3 - ვებგვერდი, 24.11.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №6-15 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 მარტის დადგენილება №10-20 - ვებგვერდი, 25.03.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის დადგენილება №11-30 - ვებგვერდი, 28.04.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილება №12-35 - ვებგვერდი, 19.05.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 ივნისის დადგენილება №14-44 - ვებგვერდი, 23.06.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №17-68 - ვებგვერდი, 21.09.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381116²406535 (დ…72 (დ…2334 (დ…33 (დ…35 (დ…321
მნიშვნელობით ახლოსქ. თბილისის მუნიციპალი…ტერიტორიების გამოყენებ…დედაქალაქის მიწათსარგე…ქალაქ თბილისის მუნიციპ…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა