„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 22. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობა
მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ: ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში; ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფერული ზონების მოვლა-პატრონობისა და მართვის საქმიანობაში. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125
