საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 17. ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.

2.ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

3.ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. თავი II უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფეროში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები. 2. ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. 3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. თავი II უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19622185812301321221817
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…დაცული ტერიტორიების სი…გარემოსდაცვითი შეფასებ…დაცული ტერიტორიების სტ…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა