საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 72. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.

2.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

3.კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენს.

4.ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის პროცედურის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი, აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები მათი სურვილის შემთხვევაში.

5.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის.

6.ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც ის არის რეგისტრირებული.

7.ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გამჭვირვალე გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობები შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე და დაეწერება „გაფუჭებულია“. მათ ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან. ამასთანავე, იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებები.

8.თუ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე ადგილობრივ საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მას გადაეცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

10.გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დასრულებისას ილუქება ისე, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს მისი გახსნა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა. 2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს. 3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენს. 4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის პროცედურის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი, აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები მათი სურვილის შემთხვევაში. 5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის. 6. ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც ის არის რეგისტრირებული. 7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გამჭვირვალე გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობები შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე და დაეწერება „გაფუჭებულია“. მათ ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან. ამასთანავე, იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებები. 8. თუ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე ადგილობრივ საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მას გადაეცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი. 10. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დასრულებისას ილუქება ისე, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს მისი გახსნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23252481909237746740867272
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა