Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებმუხლი 16

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456

1.სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; პროკურატურის ორგანოებში სამსახური; შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

2.სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.

2¹.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა.

3.წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

4.წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

5.ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3526 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3124 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4098 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4398 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №612 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1728 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3702 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4099 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №772 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1215 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. თავი მესამე. სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; პროკურატურის ორგანოებში სამსახური; შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. 2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. 2 1 . საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა. 3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. 4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. 5. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3526  - ვებგვერდი,  18.05.2015წ. საქართველოს 2015  წლის 8 ივლისის  კანონი №3957  – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3124  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4098 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2  აპრილის კანონი №4398 –  ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №612  – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს  2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1728 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3702 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4099 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №772  – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10  დეკემბრის კანონი №1215 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. თავი მესამე. სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025

    მე-6 პუნქტის ფრჩხილებში მოცემულ გამონაკლისთა ჩამონათვალს დაემატა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია. პუნქტის დანარჩენი ნორმა უცვლელია.

  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში სამხედრო სამსახური ჩამონათვლის დასაწყისში გადავიდა, შინაგან საქმეთა ორგანოების ჩანაწერი დაზუსტდა და დაემატა საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; იგივე სამსახური დაემატა მე-2 პუნქტსაც. 2¹ პუნქტი ახლა მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ ნამსახურობას მოიცავს.

  3. 1 მაი. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2024

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტიდან ამოღებულია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირების ნამსახურობის ჩათვლის წესი; პუნქტში დარჩა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილთა ნამსახურობის ჩათვლა.

  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 5 დეკ. 2023

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი ჩამოთვლილია ცალკე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემდეგ საგამოძიებო დეპარტამენტის მითითება („ან/და“ ფორმულირებით) ამოღებულია.

  5. 12 ოქტ. 2023

    16-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც სწავლის პერიოდს (დათქმული გამონაკლისებით) და მე-3 პუნქტით შეღავათიანად გაანგარიშებულ სამსახურის პერიოდს საერთო წელთა ნამსახურობაში ითვლის მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და გამორიცხავს მე-11 მუხლის კალენდარულ წელთა ნამსახურობიდან.

  6. 21 სექ. 2022

    2¹ პუნქტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილი პირები გამოიყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილთა წესიდან; მათთვის ნამსახურობა განისაზღვრება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით. ერთი სიტყვის ფორმაც გრამატიკულად შეიცვალა.

  7. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 14 ივნ. 2021

    მე-16 მუხლის პირველ პუნქტში პენსიის ნაცვლად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის ითვლება წელთა ნამსახურობა და ჩამონათვალს დაემატა თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; დანარჩენი ცვლილებები გრამატიკულია.

  8. 8 აპრ. 2019

    მე-16 მუხლის პირველ პუნქტში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურებს დაემატა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩანაწერი ჩამონათვალში სხვა ადგილას გადავიდა.

  9. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-16 მუხლის პირველი პუნქტის წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალს დაემატა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური.

  10. 11 ივლ. 2018

    2¹ პუნქტში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურს დაემატა იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქვეუწყებო დაწესებულება (სპეციალური პენიტენციური სამსახური) და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, ჩამონათვალში კი „ან/“ ამოიღო. მე-5 პუნქტში შეიცვალა მითითება „ბ“ ქვეპუნქტზე და წესის დამდგენ სამინისტროს დაემატა დევნილთა სამინისტროს სახელწოდება.

  11. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და 2¹ პუნქტებში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალსა და დათხოვნილ პირთა წრეს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემა, „უშიშროების ორგანოები“ შეიცვალა „სახელმწიფო უშიშროების ორგანოებით“ და რედაქციულად დაზუსტდა რიგი ფორმულირებები.

  12. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტში პროკურატურის ორგანოებში სამსახურს დაემატა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური.

  13. 18 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    პირველ პუნქტში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალს დაემატა პროკურატურის ორგანოებში სამსახური, ხოლო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი ორივე ადგილას ამოღებულია; ახალი 2¹ პუნქტი პროკურატურაში სამსახურის ჩათვლას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებზე პირდაპირ ადგენს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 დეკ. 2025 · №33

  • 13 ცვლილება · ბოლო 17 დეკ. 2025
  • 19 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო კომპენს… 8მუხლი 11მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 59სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა
  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები
  • 1სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 19კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო
  • 8ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშება
  • 9პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშება

თავდაცვის კოდექსი

  • 107სოციალური და სხვა გარანტიები
  • 52სამხედრო სამსახურის სტაჟი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 64სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 10თავდაცვის ძალების ვეტერანები

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³819910118591641075214516
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…თავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…ომისა და თავდაცვის ძალ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026