სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარებისა და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/საქართველოს თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში, უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ან უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობაში. საქართველოს 2002 წლის 22 ივნისის კანონი №1539-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.86 საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1819-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.158 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
მუხლი 11. სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №29 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ყოფილი სსრ კავშირის სტრუქტურებიდან დათხოვნილი პენსიონერების ჩარიცხვას საქართველოს თავდაცვის ძალების კადრის სამსახურში დაემატა მითითება უფროს ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე; დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
მე-11 მუხლში პენსია შეიცვალა სახელმწიფო კომპენსაციით, „ა“ ქვეპუნქტი გავრცელდა პირველ მუხლში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე და დაემატა 1991–1995 წლებში სამსახურში შესული პირები, ხოლო „დ“ ქვეპუნქტი პირველი თანრიგის რეზერვისტებზე ამოღებულია.
- · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2002
მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში პირველი მუხლის მითითება გაფართოვდა „აზ ქვეპუნქტებზე“.
მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისად გამოიყო პირველი თანრიგის რეზერვისტები, ხოლო მათთვის ახალი „დ“ ქვეპუნქტით დადგინდა პენსიის პირობა: 20 ან მეტი კალენდარული წლის ნამსახურობა რეზერვიდან დათხოვნის დღეს და შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრული ასაკის მიღწევა.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

