Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 107

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 107. სოციალური და სხვა გარანტიები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებებისპორტსმენის წარმომადგენლობათავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირი სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

2.რეზერვში ყოფნის პერიოდში შრომის სტაჟად ითვლება: ა) აქტიური  რეზერვის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

3.სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში: ა.ა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და სხვა ფულადი გასაცემლების მიზნებისთვის − რეზერვისტის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი; ა.ბ) მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნებისთვის − აქტიურ რეზერვში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

4.სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

5.აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური გარანტიები.

6.სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტისთვის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

7.სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის დროს რეზერვისტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოუცხადებლობა არ ჩაეთვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევად.

8.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც სარეზერვო სამხედრო სამსახურში იმყოფება, ამ დაწესებულებაში გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლება.

9.პირს, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროგრამით საზღვარგარეთ იქნა წარგზავნილი (გარდა სამინისტროს მიერ წარგზავნის შემთხვევისა), შეუჩერდება უფლებამოსილება აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში. მას აღნიშნული პროგრამის ვადა არ ჩაეთვლება კონტრაქტის მოქმედების ვადაში და არ მიეცემა ხელფასი.

წინა მუხლი 106შემდეგი მუხლი 108

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მორაგბეთა ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური და გაწვევასერვისის გვერდი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 52სამხედრო სამსახურის სტაჟი
  • 93სამობილიზაციო რეზერვი
  • 90აქტიური რეზერვის პირობები

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 25სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა
  • 6აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები
  • 5სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის ასაკი

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური
  • 2სამხედრო სამსახურის სახეები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

პენიტენციური კოდექსი

  • 27მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811¹³31211256552939027107
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსისამხედრო, შინაგან საქმ…სამხედრო ვალდებულებისა…დანაშაულის პრევენციის,…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026