სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 59. სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას ისინი თავიანთი სტატუსით უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №810-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.189 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. თავი მეშვიდე (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე უარის ბათილობა, პენსიის დანიშვნა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ორგანოში მუშაობის პერიოდი პენსიისთვის საჭირო წელთა ნამსახურობაში დადგენილი პირობებით ჩაითვლება, ხოლო საერთო სასამართლოში და პარტიულ თანამდებობებზე მუშაობა მოცემულ შემთხვევაში ამ სტაჟს არ ემატება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის ჩათვლის საკითხი საკასაციო სასამართლოს არ გადაუმოწმებია, რადგან გადაწყვეტილების ეს ნაწილი გასაჩივრებული არ იყო. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საჭირო ოცწლიანი სტაჟი არ უგროვდებოდა და სარჩელის უარყოფის შესახებ სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას ისინი თავიანთი სტატუსით უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №810-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.189 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. თავი მეშვიდე (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    59-ე მუხლის მე-2 პუნქტში უფლებამოსილ უწყებათა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემა და სიტყვა „სახელშეკრულებო“ შეიცვალა „ხელშეკრულებით“.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    59-ე მუხლის პირველ პუნქტში შესწორდა ტერმინი „მოსამსახურე“ და ამოღებულია პენსიის დანიშვნის წესი; მე-2 პუნქტი პირველ პუნქტზე მიუთითებს, ხოლო მეშვიდე თავი ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    59-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებზეც, მოიცავს პოლიციის სამსახურს და ათანაბრებს პოლიციის მუშაკებთან; პენსიის დანიშვნის წესებთან მიმართება „მიხედვით“-დან „მიუხედავად“-ზე შეიცვალა.

  4. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტში ასეთივე უფლებებით სარგებლობს მხოლოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და სახელშეკრულებო სამსახურგავლილი პირები; სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დაზვერვისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტები და მათგან საპენსიოდ დათხოვნილი ოფიცრები ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
919810161137 (და…7¹ (დ…11 (დ…325759
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო, შინაგან საქმ…სახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო კომპენსაციი…ომისა და თავდაცვის ძალ…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა