სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; პროკურატურის ორგანოებში სამსახური; შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

2.სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.

2¹.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა.

3.წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

4.წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

5.ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3526 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3124 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4098 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4398 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №612 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1728 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3702 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4099 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №772 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1215 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. თავი მესამე. სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/6/142930.04.2020განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 17

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის ბათილად ცნობა და კომპენსაციის დანიშვნა

    დავა ეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უარს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე და მოსარჩელის მოთხოვნას, წელთა ნამსახურობაში ჩათვლოდა პროკურატურაში სამსახურის პერიოდი. ქვედა ინსტანციებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათ არ იმსჯელეს მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების შესაძლებლობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ მხარის ძირითად არგუმენტებს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს, ხოლო სამართლის ნორმები სისტემურად უნდა განიმარტოს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა.

  • №ბს-279(კ-20)2021-02-1837
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით სამხედრო ნამსახურობის პერიოდების ჩათვლის დავალება

    დავა შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სამხედრო ნამსახურობის პერიოდების ჩათვლის დავალებას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნამსახურობის ათვლა ბრძანებით სამსახურში ჩარიცხვიდან დათხოვნამდე ან გადადგომამდე გრძელდება და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდიც ჩაითვლება. სადავო პერიოდში არ მოქმედებდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი შეზღუდვა და მისი უკუძალით გამოყენება დაუშვებელია. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, დააკმაყოფილა სარჩელი და სამინისტროს დაავალა ნამსახურობის ოცი კალენდარული წლით განსაზღვრა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო კომპენსაციისთვის ნამსახურობის დაანგარიშებასა და წარდგინების გაგზავნაზე უარის კანონიერება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უარს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურობის დაანგარიშებასა და წარდგინების გაგზავნაზე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდი სამხედრო სამსახურად უნდა ჩათვლილიყო კალენდარულ ნამსახურობაში, ხოლო ტექნიკუმში სწავლის პერიოდის ჩათვლის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება დასაშვებია მაშინ, როდესაც სასამართლოს თავად არ შეუძლია აუცილებელი გარემოებების დადგენა და აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. პალატამ სადავო აქტები ნაწილობრივ გააბათილა და სამინისტროს დაავალა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების გაგზავნა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის ბათილობა და კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა

    დავა შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს უარს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობაში ჩათვლასა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში სწავლის პერიოდის ჩათვლა ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო, თუმცა გადაწყვეტილება გარემოებათა სათანადო გამოკვლევას და დასაბუთებას მოითხოვდა. სასამართლოს შეფასებით, სამინისტრომ უარი ვერ დაასაბუთა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება.

  • დაუშვებლობა (T5)

    ინსტიტუტში სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე უარის აქტის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტის ბათილობას და ნამსახურობის სტაჟში ინსტიტუტში სწავლის ხუთი წლის ჩათვლის შესახებ ახალი აქტის გამოცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული სწავლის პერიოდის ჩათვლის საკითხს ადმინისტრაციული ორგანო თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა. ქვედა ინსტანციებში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო კომპენსაციაზე უარის ბათილად ცნობა და კომპენსაციის დანიშვნის დავალება

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოფილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი გაანგარიშება გამოიყენება კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის განსაზღვრისასაც. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ნამსახურობა შეღავათიანი გაანგარიშებით აღემატებოდა საჭირო ოც წელს. სააგენტოსა და მისი სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; პროკურატურის ორგანოებში სამსახური; შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. 2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. 2 1 . საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა. 3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. 4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. 5. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212 საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3526  - ვებგვერდი,  18.05.2015წ. საქართველოს 2015  წლის 8 ივლისის  კანონი №3957  – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3124  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4098 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2  აპრილის კანონი №4398 –  ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №612  – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს  2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1728 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3702 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4099 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №772  – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10  დეკემბრის კანონი №1215 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. თავი მესამე. სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025

    მე-6 პუნქტის ფრჩხილებში მოცემულ გამონაკლისთა ჩამონათვალს დაემატა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია. პუნქტის დანარჩენი ნორმა უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში სამხედრო სამსახური ჩამონათვლის დასაწყისში გადავიდა, შინაგან საქმეთა ორგანოების ჩანაწერი დაზუსტდა და დაემატა საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; იგივე სამსახური დაემატა მე-2 პუნქტსაც. 2¹ პუნქტი ახლა მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ ნამსახურობას მოიცავს.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2024

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტიდან ამოღებულია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირების ნამსახურობის ჩათვლის წესი; პუნქტში დარჩა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილთა ნამსახურობის ჩათვლა.

  4. · გამოქვეყნდა 5 დეკ. 2023

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი ჩამოთვლილია ცალკე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემდეგ საგამოძიებო დეპარტამენტის მითითება („ან/და“ ფორმულირებით) ამოღებულია.

  5. 16-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც სწავლის პერიოდს (დათქმული გამონაკლისებით) და მე-3 პუნქტით შეღავათიანად გაანგარიშებულ სამსახურის პერიოდს საერთო წელთა ნამსახურობაში ითვლის მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და გამორიცხავს მე-11 მუხლის კალენდარულ წელთა ნამსახურობიდან.

  6. 2¹ პუნქტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილი პირები გამოიყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილთა წესიდან; მათთვის ნამსახურობა განისაზღვრება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით. ერთი სიტყვის ფორმაც გრამატიკულად შეიცვალა.

  7. · გამოქვეყნდა 14 ივნ. 2021

    მე-16 მუხლის პირველ პუნქტში პენსიის ნაცვლად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის ითვლება წელთა ნამსახურობა და ჩამონათვალს დაემატა თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; დანარჩენი ცვლილებები გრამატიკულია.

  8. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურებს დაემატა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩანაწერი ჩამონათვალში სხვა ადგილას გადავიდა.

  9. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-16 მუხლის პირველი პუნქტის წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალს დაემატა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური.

  10. 2¹ პუნქტში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურს დაემატა იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქვეუწყებო დაწესებულება (სპეციალური პენიტენციური სამსახური) და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, ჩამონათვალში კი „ან/“ ამოიღო. მე-5 პუნქტში შეიცვალა მითითება „ბ“ ქვეპუნქტზე და წესის დამდგენ სამინისტროს დაემატა დევნილთა სამინისტროს სახელწოდება.

  11. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და 2¹ პუნქტებში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალსა და დათხოვნილ პირთა წრეს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემა, „უშიშროების ორგანოები“ შეიცვალა „სახელმწიფო უშიშროების ორგანოებით“ და რედაქციულად დაზუსტდა რიგი ფორმულირებები.

  12. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-16 მუხლის 2¹ პუნქტში პროკურატურის ორგანოებში სამსახურს დაემატა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური.

  13. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    პირველ პუნქტში ჩასათვლელ სამსახურთა ჩამონათვალს დაემატა პროკურატურის ორგანოებში სამსახური, ხოლო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი ორივე ადგილას ამოღებულია; ახალი 2¹ პუნქტი პროკურატურაში სამსახურის ჩათვლას შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებზე პირდაპირ ადგენს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³81991185917 (და…11 (დ…9 (და…5710716
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…სახელმწიფო პენსიის/საპ…საქართველოს შინაგან სა…თავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა