ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 15¹³

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტია საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც მიიღება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.

2.საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

3.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება საქართველოს სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი ამ კანონის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 29 ივლ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ნოე. 1996 – 29 ივლ. 2005 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 15¹³ მუხლი აწესრიგებს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების სტატუსს, ფარგლებს, იურიდიულ ძალასა და ერთობლივი ბრძანების გამოცემის საფუძველს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4710241113¹1398411115¹³
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…სახელმწიფო დაცვის სპეც…კონტრდაზვერვითი საქმია…სადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს დაზვერვის …ოპერატიულ-სამძებრო საქ…