Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებმუხლი 11

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

მუხლი 11. სააგენტოს მოსამსახურეები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით, სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ სამართლებრივი აქტით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.სააგენტოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით გამოსცემს. ამ აქტით შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მოწესრიგდეს მის წახალისებასთან, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3.სპეციალური შემოწმების შემდეგ სააგენტოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პირადი და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

4.სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ეს უფლებამოსილებები უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით შეიძლება სააგენტოს უფროსს გადაეცეს.

5.სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სადაზვერვო დაწესებულების ან/და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. პირი, რომელსაც ასეთი სამუშაო გამოცდილება არ აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში.

6.სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

7.სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის, პირის სპეციალური შემოწმებისა და სააგენტოში მისი სამუშაოდ მიღების წესსა და პირობებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამ აქტით აღნიშნული წესი და პირობები „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს.

8.სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

9.სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

10.სააგენტოში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.

11.სააგენტოს მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, მისი სააგენტოში სამსახურის გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, რომელიმე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში შეიძლება ეკავოს თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი მას შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

12.დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სტატუსის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება მის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

13.სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს საწვავითა და სასაუბრო დროით.

14.სააგენტოს მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო.

15.აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულების თანამშრომელი აღნიშნული სადაზვერვო დაწესებულების კადრში დატოვებით. სააგენტოს მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16.სააგენტოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს განაკვეთები, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურისთვის მისაცემი დანამატები და მათი განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

17.საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

18.სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი განისაზღვრება და უწყებრივი სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები მტკიცდება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3398 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1469 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2026
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  4. 21 სექ. 2022
  5. 26 სექ. 2018
  6. 19 მარ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №18

  • 6 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 8სააგენტოს შემადგენლობა
  • 9სააგენტოს უფროსი
  • 20სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 23სააგენტოს მოსამსახურე
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები
  • 4სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 27სამსახურის გავლის წესი
  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი
  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი
  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
811³11²89202762354611
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დაზვერვის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026