ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 19

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისთვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილია შემდეგი იერარქია: ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; ა 1 ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება; გ) საქართველოს ორგანული კანონი; დ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება , საქართველოს მთავრობის დადგენილება ; ვ 1 ) (ამოღებულია - 17.02.04 №3350 ); ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება; ზ 1 ) (ამოღებულია - 30.03.07 №4601); ზ 2 ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება; ზ 3 ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება; ზ 4 ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება; თ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება; თ 1 ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება; თ 2 ) სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება; ი) (ამოღებულია - 29.06.07 №5164); კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება; ლ) (ამოღებულია - 27.03.09 №1138); მ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686); ნ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686).

2.საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა კანონქვემდებარე აქტების მიმართ; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიმართ. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248 საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72 საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ.,  მუხ.191 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3181 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.126 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3241 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.184 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4139 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.374 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის  კანონის №4293 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.6 საქართველოს 2007 წლის  30 მარტის კანონი №4601 - სსმ I,  №11, 10.04.2007 წ., მუხ.105 საქართველოს 2007 წლის  28 მარტის კანონი №4534 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4860 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.189 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5164 - სსმ I , №27, 17.07.2007 წ., მუხ.270 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5469 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.380 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5923 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.43 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1138- სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.35 საქართველოს 2009 წლის  24 სექტემბრის კანონი №1686 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.169

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 1 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 31

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009
  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  3. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
  4. · გამოქვეყნდა 23 აპრ. 2007

    მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი — ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება.

  5. პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება შეიცვალა სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებით; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.

  6. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილ ჩამონათვალს დაემატა სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება (ზ² ქვეპუნქტი).

  7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიცვალა ეროვნული კომისიის დადგენილებით.

  8. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    პირველი პუნქტის „ზ¹“ ქვეპუნქტში სამი ადმინისტრაციის თავმჯდომარეთა ბრძანებები შეიცვალა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით.

  9. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში ნორმატიულ აქტთა იერარქიის ჩამონათვალს დაემატა „თ2“ ქვეპუნქტი სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესახებ.

  10. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იურიდიული ძალის ჩამონათვალს დაემატა თ¹) ქვეპუნქტი — აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება.

  11. მე-19 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატა საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება; „და“-ს მძიმით ჩანაცვლება ამ დამატების შედეგია.

  12. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    19-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

  13. მე-19 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში დაემატა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.

  14. მე-19 მუხლის იერარქიაში დაემატა კონსტიტუციური შეთანხმება („ა 1“) და მთავრობის დადგენილება („ვ“), „ვ 1“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო მინისტრის ბრძანება, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი ახლებურად გადალაგდა და მასში დაემატა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება.

  15. · გამოქვეყნდა 2 მარ. 2004

    მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში იურიდიული ძალის საფეხურს, სადაც კანონი და პრეზიდენტის დეკრეტია, დაემატა პარლამენტის რეგლამენტი.

  16. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    მე-19 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ზ¹“ ქვეპუნქტი სამი ადმინისტრაციის თავმჯდომარეთა ბრძანებების შესახებ.

  17. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება.

  18. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების შესახებ.

  19. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის იურიდიული ძალის მიხედვით ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალს დაემატა სააგენტოს უფროსის ბრძანება.

  20. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „თ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანების შესახებ.

  21. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილ ნუსხაში ჩაემატა ამ კომისიის დადგენილება.

  22. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იურიდიული ძალის მიხედვით ჩამოთვლილ აქტებს დაემატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება.

  23. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ ჩამონათვალს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილების შემდეგ დაემატა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება.

  24. · გამოქვეყნდა 23 თებ. 1999

    მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო ქვეპუნქტში იურიდიული ძალის მიხედვით რიგს დაემატა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება.

  25. · გამოქვეყნდა 14 იან. 1999

    მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში ეროვნული ბანკისა და კონტროლის პალატის აქტებთან ერთად უპირატესი ძალა მიენიჭა ფასიანი ქაღალდების კომისიის ნორმატიულ აქტებს.

  26. 1-ლ პუნქტში დეკრეტების ორი კატეგორია გაერთიანდა ერთ საფეხურად „პრეზიდენტის დეკრეტი“; მე-2 პუნქტში დაემატა ტერმინი „მიღებულ (გამოცემულ)“ და წყაროს მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
697⁵89262461071110216819
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საერთაშორი…საგანგებო მდგომარეობის…სახელმწიფო დაცვის სპეც…ეროვნული მარეგულირებელ…